Sunday, June 19, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიოები, წარვადგინეთ პრეზენტაციები, გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს კომენტარები.
ტრენინგი იყო ჩვენთვის ბევრის მომცემი და საინტერესო.
 დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს ნინო კაჟაშვილს!
წარმატებები ყველას! 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, June 18, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე პროექტის გეგმაში შევიტანეთ განსახორციელებელი აქტივობები, Google Drive-ში შევქმენით პროექტის კითხვარი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე 

Monday, June 6, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა. მოსწავლეების დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი.

Sunday, June 5, 2016

მე-6 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე  დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევქმენით  შეფასების სქემა. 

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

Saturday, June 4, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-3 და მე-4 მოდული. ვისწავლეთ გამოყენებული ვებ-გვერდების მისამართების გადმოწერა. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.  დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. შევქმენით სლაიდ შოუ.

Sunday, May 29, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენით შეფასების სხვადასხვა ფორმები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Saturday, May 28, 2016

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელ მეცადინეობაზე განვაგრძეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე, შაბლონში შევიტანეთ პროექტთან დაკავშირებული ინდიკატორები და მიზნები, ვისწავლეთ DRIVE-ზე მუშაობა და ბლოგზე ინფორმაციის გამოქვეყნება.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სანახავად გადადით ბმულზე

ბუკლეტი

ბუკლეტის სანახვად გადადით ბმულზე

Saturday, May 14, 2016

მეორე დღის რეფლექსია

                                                     
შევქმენი ინფორმაციული სახის ბუკლეტი, რომელსაც დავურიგებ მოსწავლეებს პროექტთან გაცნობის მიზნით.
 მეცადინეობა იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო.
ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები ჩემი პროექტის რეალიზაციისაკენ.

Thursday, May 12, 2016

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან შინაარსიანი, გამახსენა ადრინდელ ტრენინგებზე გავლილი საკითხები. ვფიქრობ, ტრენინგი დამეხმარება თანამედროვე სწავლების მეთოდების საფუძვლიან ცოდნასა და გამოყენებაში.